ჩვენ შესახებ

ტელეკომის სფეროში შპს „გ და თ სერვისის” გამოცდილება 1998 წლიდან იწყება. საწყის ეტაპზე საქმიანობას ვახორციელებდით როგორც შპს „გ და თ“. ამ პერიოდისთვის მომსახურება მოიცავდა მხოლოდ ტელეკომ აპარატურის სამონტაჟო სამუშაოებს. 2007 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მიწოდებული პროდუქტებისა და მომსახურების არეალი, მოხდა კომპანიის ტრანსფორმაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც „გ და თ სერვისი“.

დღეს ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ამ სფეროში მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს როგორც ყველა სახის სატელეკომუნიკაციო, ისე სფეროსათვის აუცილებელ სამშენებლო საქმიანობას. კლიენტი ჩვენთან მოდის ბიზნეს იდეით და შედეგად იღებს მზა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას შემდგომი საოპერაციო მხარდაჭერის ჩათვლით.

ცალკეულ მიმათულებას წარმოადგენს შიდა IT პროდუქტების განვითარება, რომლებიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას დისტანციურად განახორციელოს ქსელის ინფრასტრუქტურული ელემენტების მონიტორინგი, მოახდინოს პრობლემების დიაგნოსტიკა და ხშირად ადგილზე მიუსვლელად მართოს პროცესები. ეს უნიკალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები თანაბრად ეფექტური შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტელეკომ ოპერატორებისთვის, არამედ სხვა ბიზნესებისთვისაც, რომლებსაც გააჩნიათ დამხმარე ინფრასტრუქტურა.

რას ვაკეთებთ?

პროდუქტები

მსოფლიო მასშტაბით მომწოდებლების საკმაოდ ფართო ქსელის დახმარებით, კლიენტებს ვთავაზობთ ტელეკომის სფეროში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ელემენტების მიწოდებას, რომელიც მოიცავს რადიო-სარელეო მოწყობილობებს, კომუტატორებს, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს, განახლებადი ენერგიის (მზისა და ქარის) სადგურებს, ანძებს, სხვადასხვა ტიპის კონტეინერებს, დამცავ ნაგებობებს, აკუმულატორებს, გამმართველებს, გენერატორებს და ა.შ. რაც შეიძლება საჭირო გახდეს სატელეკომუნიკაციო პროექტის რეალიზაციის დროს.

სერვისები

სატელეკომუნიკაციო აპარატურის მონტაჟის პარალელურად, მომხმარებლებს ვთავაზობთ ქსელის საოპერაციო მხარდაჭერას, პირველი და მეორე დონის ტექნიკური დახმარების (ქსელის მართვის ცენტრი 24/7) უზრუნველყოფას და სფეროსთვის დამახასიათებელი ტელეკომ სერვისების საკმაოდ ფართო ნუსხას, რაც აუცილებელია გამართული ოპერირებისთვის.

სამშენებლო მიმართულებით ჩვენი მომსახურება ასევე აერთიანებს სერვისების საკმაოდ ფართო სპექტრს. ის მოიცავს ანძების და ხაზოვანი ნაგებობების (მაგ. მაღალი ძაბვის გადამცემის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების), რკინისა და პოლეურითანის კონტეინერების, განახლებადი ენერგიის (მზისა და ქარის) სადგურების მშენებლობას, სპეციალური დანიშნულების საყოფაცხოვრებო (ბეტონის ან სენდვიჩ პანელების) ნაგებობების მშენებლობას, მათი შიდა ქსელის (ინტერნეტი, ტელევიზია, ტელეფონი), უსაფრთხოების სისტემების (სათვალთვალო კამერების, სასიგნალო-საგანგაშო სისტემების), გათბობა-გაგრილების, კონდიცირების სისტემების და სხვა საყოფაცხოვრებო სისტემების მიწოდება-მონტაჟს შემდგომი მომსახურების ჩათვლით. სტანდარტული საქმიანობის გარდა ვასრულებთ ნებისმიერი სახის სასიმაღლო სამუშაოებს, ვაშენებთ სპეციალური დანიშნულების ინფრასტრუქტურას (მაგ. ჭკვიან ღობეებს, რადიაციულ დეტექტორებს) და ამ გზით მუდმივად ვზრდით ჩვენს გამოცდილებასა და მომსახურების არეალს.

IT განხრით ჩვენს მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ უნიკალურ, ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტს, რომელიც იძლევა ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგის და მართვის დისტანციურ საშუალებას. ეს პროდუქტი შეიქმნა ჩვენი მრავაწლიანი გამოცდილების საფუძველზე და დღეს უკვე წარმოადგენს შეუცვლელ პლატფორმას ქსელის ეფექტური მართვისთვის.  ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტილების საშუალებით, ჩვენ რეალურ რეჟიმში შეგვიძლია:

  • ენერგო ინსფრასტრუქტურის (გენერატორი, ელ. გამმართველი, აკუმულატორები), მოხმარებული ელ. ენერგიის და ძაბვის ზედამხედველობა და/ან მართვა;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების, ასევე თავისუფალი გაგრილების სისტემის ზედამხედველობა და მართვა;
  • უსაფრთხოების სისტემების (დაშვება სადგურზე, ვიდეოკონტროლი) ზედამხედველობა და მართვა;
  • სადგურზე ფიზიკური ინციდენტების და საგანგაშო სისტემების (მოძრაობა სადგურზე, კარების გაღება, საწვავის დატაცება, ხანძარი და ა.შ.) მონიტორინგი.

მრავალმხრივი ფუნქციონალის დახმარებით ასევე შესაძლებელია პრობლემების დიდი ნაწილის დიაგნოსტიკა (მაგ. სადგურის გათიშვის, გენერატორის დაზიანების მიზეზის პოვნა და ა.შ.).

მონიტორინგის და დიაგნოსტიკის შესაძლებლობების გარდა, სისტემაში ინტეგრირებულია ანგარიშგების ფუნქციონალი. ეს იძლევა მონაცემთა მრავალმხრივი ანალიზის შესაძლებლობას, შესაბამისად აადვილებს გადაწყვეტილებების მიღების და ქსელის მართვის პროცესს.

პარტნიორები

  • bp
  • davut
  • eltek
  • emk
  • fiamm
  • gemta
  • huawei
  • mitas
  • parsons
  • teco
  • onvisa
  • bp
  • davut
  • eltek
  • emk
  • fiamm
  • gemta
  • huawei
  • mitas
  • parsons
  • teco
  • onvisa



კონტაქტი

თბილისი, მირიან მეფის ქ. 68ა

+995 322 94 00 02

info@gntservice.ge